აკაკი წერეთლის 'გამზრდელისა' და ვაჟა-ფშაველას 'სტუმარ-მასპინძლის' მიხედვით დადგმული სპექტაკლების ჩვენება სალხინოში


2023 წლის 21 აგვისტოს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება Icsu”-ს ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებისთვის მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების შესრულებით გაიმართა აკაკი წერეთლის „გამზრდელისა“ და ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ ჩვენება.

სპექტაკლის შემდეგ ახალგაზრდებთან შედგა შეხვედრა თემაზე: „პიროვნების ქრისტიანული მსოფლმხედველობა აკაკი წერეთლის ,,გამზრდელისა" და ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძლის" მიხედვით“.

შეხვედრას უძღვებოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მღვდელი გიორგი ფირცხელანი.

მსგავსი განცხადებები: