- 2023/08/22
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება Icsu”-ს ერთობლივი ძალისხმევით მე-5 წელია ყოველ ზაფხულს ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ატარებენ სხვა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს და შეხვედრებს ახალგაზრდებთან.
აღნიშნული პროექტი აგრეთვე მოიცავს რელიგიისა და ქრისტიანული ფასეულობების შესახებ საგანმანათლებლო საუბრებს.
პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში განახლდა და იგი ახალგაზრდების 15-მდე ნაკადს აერთიანებს. თითო ნაკადი 100 მონაწილეს მოიცავს.
მთლიანობაში, მასში 1500-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
ახალგაზრდების პირველი შეხვედრა 2023 წლის 21 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლაში, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანესთან (კალაიჯიშვილი) შედგა, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და ამავე სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი დავით ტატანაშვილი ესწრებოდნენ.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/09/02
- 2023/08/19
- 2024/01/15