წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლის ჩვენება მარტვილის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთათვის (06.09.2023)


2023 წლის 6 სექტემბერს, მარტვილში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების „იცანი“ ორგანიზებით, მარტვილის ახალგაზრდული ბანაკის მე-3 ნაკადის მონაწილეთათვის წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ლევან კაციაშვილი, ზურაბ არუსია და ნიკოლოზ კვანტალიანი.

მსგავსი განცხადებები: