საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პროექტი, რომელიც ქართველი კლასიკოსების მიერ ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებული ნაწარმოებების წარმოდგენას ითვალისწინებს


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი კლასიკოსების მიერ ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებული ნაწარმოებების წარმოდგენას.

ყოველი წარმოდგენის შემდეგ იმართება ახალგაზრდებთან შეხვედრა, სადაც განიხილება კონკრეტული ნაწარმოები და ხდება მასში ასახული ფასეულობების ქრისტიანულ ჭრილში დანახვა და წინ წამოწევა.

ამ ეტაპზე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება Icsu”-ს ბანაკში ჩატარდა ორი წარმოდგენა: აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ და ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“.

ბანაკის პირველი ნაკადი ამით დასრულდა.

მსგავსი განცხადებები: