- 2024/07/23
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით, საზაფხულო ბანაკებში გრძელდება შეხვედრები ნარკოდამოკიდებულების, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც წარმართავენ ფსიქოლოგები და სასულიერო პირები.
მორიგ შეხვედრას, რომელიც გუშინ, 2024 წლის 22 ივლისს ანაკლიის ბანაკში შედგა, ,ეროვნული გეშტალტ ცენტრის” ფსიქოლოგები და სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ზენის'' სპეციალისტები უძღვებოდნენ, რომელთაც ახალგაზრდებს ჩაუტარეს ტრენინგი ნარკოდამოკიდებულების ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებთან დაკავშირებით.
აღნიშნულ პროექტში ჩაერთო აგრეთვე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებაც, კერძოდ დეკანოზი გიორგი ქვარცხავა.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/09/02
- 2023/08/19
- 2024/01/15