- 2024/11/26
ამა წლის 24 ნოემბერს ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - „სტუდენტები სახელმწიფოს განვითარებისთვის“ განხორციელდა.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებიც, ვინაიდან აღნიშნული სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოსა და სტუდენტურ პარლამენტთან.
პროექტის ფარგლებში მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიები ახალგაზრდებისთვის, გაიმართა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე და ჩატარდა შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. აღნიშნულ აქტივობებში კი 1000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/09/02
- 2023/08/19
- 2024/01/15