წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძისადმი მიძღვნილი საღამო


2022 წლის 30 ოქტომბერს ქართველი სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და პედაგოგის, წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის ხსოვნის პატივსაცემად საღამო გაიმართა.

ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ,,იცანის" ორგანიზებით ჩატარდა.

თბილისის წმინდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ტაძარში გაიმართულ შემეცნებით საღამოზე ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა მღვდელმთავრის ღვაწლზე ისაუბრა. საზოგადოებას წმინდანის მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ უამბეს მეცნიერებმა, ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა და ფილოლოგმა ნინო ხოფერიამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წმინდა გაბრიელის შთამომავლები, რომელთაც საგანგებოდ ამ დღისთვის ღონისძიებაზე მათ ოჯახში დაცული წმინდანის კვერთხი მოაბრძანეს.

შეხვედრა მუსიკოს გიგი ჭიპაშვილის მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციების ფონზე დასრულდა.

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", გადაცემა "ერთსულოვნების დილა"

მსგავსი განცხადებები: