- 2022/12/25
ა.წ. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 45 წელი შესრულდა.
ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.
ამავე დღეს მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციაში ეწვივნენ და ღირსსახსოვარი თარიღი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი კვესიტაძემ ასევე მთავრობის, სამღვდელოების, ინტელიგენციისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა.
მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ისტორიული თარიღი მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს მამამთავრობის პერიოდში ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი ღვაწლისთვის და კვლავაც ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
მისმა უწმინდესობამ დალოცა საქართველო, დალოცა სტუმრები, მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის და დასძინა, რომ პატრიარქობის მძიმე ჯვრის მტვირთველობაში ჩვენი ხალხის სიყვარულის არაჩვეულებრივი უნარი განამტკიცებდა და ძალას მატებდა.
25.12.2022
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23
- 2024/10/14
- 2024/10/26