- 2024/05/17
საქართველოს ებრაელთა კავშირი ულოცავს სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს
ვთვლით რომ სწორედ ღმერთის ხელი ურევია ყველა ოჯახის შექმნაში, რომლის ძირითადი მიზანია გამჩენის მიერ დაწესებული წმინდა სიყვარულზე აგებული სიცოცხლის გაგრძელება, ოჯახისა და ქვეყნის სასიკეთოდ გამრავლება. მყარად გვწამს რომ სწორედ გამჩენის მიერ დადგენილი წესებით, მისი დახმარებით და დედ-მამის ხელით უნდა იზრდებოდნენ ბავშვები. იქ სადაც ურთიერთ სიყვარულია, სადაც უმცროსი თაობისათვის სამაგალითოა მშობლების დამოკიდებულება უფროსი თაობისადმი, სადაც სუფევს ურთიერთ პატივისცემა, სიყვარული და პასუხისმგებლობა ოჯახის სიწმინდისა და მშობლებისადმი, სადაც პატივს სცემენ რწმენას და ტრადიციებს, ყოველთვის იქნება გამრავლება, სიკეთე და სიხარული.
ქვეყნის მასშტაბით თითქოსდა პატარა რგოლი - ცალკეული ოჯახი, რომელშიც მის ყველა წევრს, დედას და მამას, ბებიას და ბაბუას გააზრებული აქვთ თავისი დანიშნულება შვილების აღზრდის საქმეში, არის ქვეყნის სიძლიერის და კეთილდღეობის საწინდარი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებებს და სიხარულების სიმრავლეს, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე მსოფლიოში.
საქართველოს ებრაელთა კავშირის თავჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი
17.05.2024
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23
- 2024/10/14
- 2024/10/26