სამების საკათედრო ტაძარში 67-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა


ა.წ. 11 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 67-ე ეტაპი ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს 1300-ზე მეტი ბავშვი შეემატა. ამჟამად მის უწმინდესობას 46000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

უწმინდესმა დალოცა ნათლულები:

"ჩვენთან არს ღმერთი.

გილოცავთ ამ დიდებულ ნათლისღებას. სული წმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი.

მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

დალოცვილი იყავით.

ჩვენთან არს ღმერთი."

11.06.2023

მსგავსი განცხადებები: