2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა


2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები, ახლობლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და სამშობლოსთვის თავდადებული გმირების საფლავებს პატივი მიაგეს. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა დეკანოზ დავით ტატანაშვილთან ერთად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 

2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენმა ქვეყანამ 224 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. 

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" 

08.08.2024 

მსგავსი განცხადებები: