- 2024/06/28
მიმდინარე წლის 27-28 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა დიასპორის დღესთან დაკავშირებული ფორუმი.
ფორუმს ესწრებოდნენ საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიო მასშტაბით არსებული საკვირაო სკოლების ხელმძღვანელები და პედაგოგები.
შეხვედრაზე გარდა მოხსენებებისა, განხილული იყო დიასპორასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები.
ფორუმს აგრეთვე ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.
დეკანოზმა ანდრიამ ისაუბრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ჩართულობასა და სამომავლო გეგმებზე, აგრეთვე ხაზი გაუსვა დიასპორაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულებით მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მზაობას.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23
- 2024/10/14
- 2024/10/26