ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი 'ბედნიერი სახლი' იკურთხა


ა.წ. 23 თებერვალს ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ბედნიერი სახლი“ იკურთხა.

მამა ანდრიას მშობლებმა, ნესტორ და თინათინ მილორავებმა, ერთადერთი გარდაცვლილი შვილის, ბერი ანდრიას, დაბადების დღეს, ღონისძიება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს მიუძღვნეს.

სახლის კურთხევის წესი ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) შეასრულა. თანამსახურებდნენ წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) და სხვა სასულიერო პირები. ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დაესწრო.

ფონდის შვილობილებმა რეჟისორ ზაზა აღლაძის დახმარებით, სტუმრებს წარუდგინეს ამონაკრები ბერი ანდრიას კრებულიდან „სიკეთის საგალობელი“.

02.03.2023

მსგავსი განცხადებები: