დღეს წმინდა მიქაელ ტვერელის ხსენების დღე აღინიშნება


დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა მიქაელ ტვერელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით, მთაწმინდაზე მდებარე წმინდანის სახელობის ტაძარში აღინიშნა.

აღსანიშნავია, რომ წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარი 1913 წელს გაიხსნა და დღეს სწორედ ტაძრის გახსნის 110 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა.

სადღესასწაულო წირვა წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, დეკანოზმა იაკობმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

სასულიერო პირმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისში წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძრის გახსნის ისტორია გაიხსენა.

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

05.12.2023

მსგავსი განცხადებები: