- 2023/02/24
დღეს, 2023 წლის 24 თებერვალს, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის სააქტო დარბაზში შედგა შეხვედრა გელათის პრობლემატიკასთან დაკავშირებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ,,ICOMOS საქართველოს", კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
შეხვედრაზე წარმართული დისკუსიის დასასრულს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა წამოაყენა წინადადება, რომლის თანახმადაც, გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ ხელმძღვანელობას გასწევს საქართველოს საპატრიარქო, სამინისტროს მხრიდან კი ამ პროცესისთვის საჭირო ყველა საკითხში იქნება შესაბამისი ჩართულობა.
აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ საპატრიარქომ მიიღო შეთავაზებული წინადადება და თანხმობა განაცხადა. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა აღინიშნეს, რომ საპატრიარქო იზრუნებს, რათა შეიქმნას ერთგვარი პლატფორმა, სადაც გელათის პრობლემების გადაწყვეტაში ყველა კომპეტენტური მხარე ჩაერთვება, რამაც უნდა უზრუნველყოს შემდგომი სამუშაოების საუკეთესო მეთოდიკისა და გზების გამონახვა.
უახლოეს პერიოდში ზემოაღნიშნული შეთანხმება იურიდიულად გაფორმდება.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23