სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 91 წლის შესრულდა (ფოტოქრონიკა)


ა.წ. 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 91 წელი შეუსრულდა.

მის უწმინდესობას დაბადების დღე მიულოცეს მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონაზვნებმა, მრევლის წარმომადგენლებმა.

მათ ჩვენი ეკლესიის მამამთავარს მადლობა გადაუხადეს ათწლეულების მანძილზე ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დალოცა სრულიად საქართველო.

04.12.2023

მსგავსი განცხადებები: