შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან


ამა წლის 17 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი მაჰმუდ აბიდი და სხვა ოფიციალური პირები.

საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სტუმრებს უმასპინძლეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რელიგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საუბარი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო.

მსგავსი განცხადებები: