მიტროპოლიტმა შიომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლები მიიღო


დღეს, 2024 წლის 16 აპრილს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლები მიიღო.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში წითელი ჯვრის საქმიანობისა და საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ანა მონტავონმა და კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანმა ანიეს ქოთუმ ვრცლად იმსჯელეს საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე აქტივობებზე.

შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და მათ ოჯახებზე ზრუნვის მიმართულებით.

მსგავსი განცხადებები: