- 2022/11/07
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი ენათმეცნიერის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, შუშანა ფუტკარაძის დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან 55 წლის იუბილე აღინიშნა.
ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ სიგელით დააჯილდოვა ღვაწლმოსილი მეცნიერი.
დაჯილდოებას ესწრებოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი.
ქალბატონი შუშანა ფუტკარაძე რამდენიმე ათეული წელია იკვლევდა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მხარეების - აჭარის, ტაო-კლარჯეთის, ფოცხოვ-ჩილდირის, ერუშეთის ისტორიას, ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, ონომასტიკას, აქაურთა ქართულ მეტყველებასა და დიალექტებს, უცხოეთში (კერძოდ, თურქეთში) არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას. ასევე, მისი ხელმძღვანელობით შესწავლილ იქნა და აღიწერა სტამბოლის ქართული სავანისა და ბიბლიოთეკის მრავალათასიანი წიგნადი ფონდი.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23
- 2024/10/14
- 2024/10/26