- 2024/01/03
2023 წლის 25 დეკემბერს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და საპატრიარქოს წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნას დაესწრნენ.
მიტროპოლიტმა შიომ დამსწრე საზოგადოებას ამ მოვლენასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო:
„ფრიად გვახარებს ბატონ სვიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შენობაში დღეს 25 დეკემბერს, საქართველოს ოქროს ფონდის მუდმივმოქმედი გამოფენის გახსნა, რაც ჩვენს მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე) მისცემს საშუალებას, აქ, ამ სივრცეში, მაღალი ხარისხის დაცულობის პირობებში, საეკლესიო საგანძურის დათვალიერებისა.
მადლობა ხელისუფლებას, მადლობა მუზეუმების დირექციას, აქ მომუშავე პერსონალს და ყველას, ვინც დღევანდელი დღის სიხარული მოგვანიჭა.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის შუამდგომლობითა და ჩვენი ეკლესიის წმინდანთა მეოხებით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.“
დარბაზის გახსნაზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმან საქართველოს ეროვნული საგანძურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს აგრეთვე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და სხვები.
წყარო: საქართველოს მთავრობა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23
- 2024/10/14
- 2024/10/26