თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 105 წლისაა


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 105 წელი გავიდა. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებების დასასრულს, 2023 წლის 8 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით 14 პროფესორი დააჯილდოვეს.

შეხვედრას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მილოცვა გადასცა. მიტროპოლიტმა შიომ პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების ეროვნულ, ისტორიულ და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", გადაცემა "სიახლენი"

09.02.2023

მსგავსი განცხადებები: