- 2023/11/24
2023 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახისა და ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებს ეწვია.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი, თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლები და მგალობლები.
დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოსა და მერიის და რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები.
დელეგაციის წევრები კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვივნენ, სადაც მიტროპოლიტმა თეოდორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც, მართლმადიდებელ მრევლს რელიგიის სააგენტოს მიერ ჩატანილი 150 ცალი ბიბლია დაურიგდა.
ბოლოს, დელეგაციის წევრები კახში მცხოვრები ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავს, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ეწვივნენ, სადაც მიტროპოლიტ თეოდორეს მიერ აღრულებული სადღესასწაულო მსახურების შემდეგ რელიგიის სააგენტოს თანამშრომლებმა ადგილობრივ მრევლს აგრეთვე ბიბლია დაურიგეს.
ფოტო: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23
- 2024/10/14
- 2024/10/26