17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა


ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდა დედაქალაქში. ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა გადაიხადეს პარაკლისი, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ასევე გადახდილ იქნა პარაკლისი.

საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, ჩვენთანაც, ოჯახის ინსტიტუტის სიძლიერეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს; ამიტომაც საზოგადოება ყოველთვის დიდი სიხარულით აღნიშნავს მას.

მსგავსი განცხადებები: