- 2023/07/07
ეზიდთა სასულიერო საბჭოს აქვს მკაფიო პოზიცია ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია.
ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიაჩნია, რომ, საკაცობრიო ცივილიზაციის მოცემულ ეტაპზე, მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომლებმაც კაცობრიობა ღრმა სულიერ კრიზისამდე მიიყვანა. ამის მაჩვენებელია სოციალური უთანასწორობა, დაუსრულებები ომები სხვადასხვა ქვეყანაში, ეთნოსთა და რელიგიათა შორის მზარდი კონფლიქტები, ურთიერთგანსხვავებულთა მიერ ერთმანეთის შეუწყნარებლობა და სხვა. ასევე შეიმჩნევა ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დაკნინების ტენდენცია, რაც ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს. ცხადია, ეს შეუთავსებელია ჩვენს მორალთან და უპირისპირდება ჩვენს ტრადიციაში განმტკიცებულ ღირებულებებს. ჩვენი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას. ამასთანავე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი საკონსტიტუციო უფლებები, პატივს ვცემთ ადამიანის ამოსავალ უფლებებს და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დევნასა და ძალადობას.
07.07.2023
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23