წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით და საზოგადოების ,,იცანი" ორგანიზებით იმართება.

მორიგი საღამო 2022 წლის 11 ნოემბერს ქართველი სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და პედაგოგის, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.

წმინდა გრიგოლ ფერაძე 1995 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის წარდგინებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანთა დასში შერაცხა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ შემეცნებით საღამოზე ისაუბრეს წმინდანის ღვაწლზე, მის უაღრესად მდიდარ სამეცნიერო მუშაობასა და მოწამებრივ აღსასრულზე.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა წმინდა გრიგოლის ღვაწლისა და მოწამეობის მნიშვნელობაზე მოუთხრო დამსწრე საზოგადოებას.

ფილოლოგიის დოქტორმა, წმინდა გრიგოლ ფერაძის მკვლევარმა, ქალბატონმა თამარ ჭუმბურიძემ წმინდანის სამეცნიერო მუშაობასა და ამ მხრივ მის ფასდაუდებელ მემკვიდრეობაზე გაამახვილა ყურადღება.

საღამო დასრულდა კაკო ვაშალომიძის ხელმძღვანელობით არსებული ინსტრუმენტალისტთა ტრიოს მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციებით.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: