მიტროპოლიტმა შიომ სამების ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა


2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სხვა სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.

მსახურებაზე მოიხსენიეს შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულები.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა გააცნო.

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

08.08.2023

მსგავსი განცხადებები: