საქველმოქმედო გალა კონცერტი 'მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის'


ა.წ. 20 თებერვალს მსოფლიოში ცნობილი საოპერო ვარსკვალის, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძისა და ფონდ ,,ნატვრის ხის“ ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველის თეატრში, ჩატარდა საქველმოქმედო გალა კონცერტი - ,,მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისათვის“

ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქველმოქმედო კონცერტში ნინო სურგულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ: სპეციალური სტუმარი სუმი ჯო - სოპრანო (ოსკარის და ოქროს გლობუსის ნომინანტი), გია გაგნიძე, ოთარ ჯორჯიკია, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი (სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით) თბილისის ქალთა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული), თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ნიკა (ნიკოლოზ) ნიკვაშვილი, ზარზმის მონასტრის მამები. ღონისძიებას ასევე შეუერთდა დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა.

სპეციალური სტუმარი იყო მაესტრო ჯუზეპე საბატინი.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებითა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა მოხმარდება ქართველ გაჭირვებულ ბავშვებს, ასევე თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს.

ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელეკომპანია ,,იმედი“-ს პირდაპირ ეთერში და გააქტიურებული იყო საქველმოქმედო ნომერი.

მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინო სურგულაძეს, კონცერტის სხვა მონაწილეებს, ორგანიზატორებს, წამყვანებს, მხარდამჭერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი თანხა გაიღო გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად.

21.02.2023

მსგავსი განცხადებები: