- 2024/05/22
ა.წ. 22 მაისს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სამღვდელოებასთან ერთად იტალიის პარლამენტის წევრი, ქალბატონი დებორა ბერგამინი, იტალიის ელჩი საქართველოში, ბატონი მასიმილიანო დ’ანტუონო და იტალიის საპარლამენტო დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
მეუფე ანდრიამ სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისალმება გადასცა და მადლიერება გამოხატა საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე გაწეული მხარდაჭერისთვის, ასევე მადლიერებით აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მიმართ იტალიის სახელმწიფოსა და იტალიელების მიერ გამოჩენილი თანადგომა. (დევნილი ბავშვები თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ სიცილიაში).
ქალბატონმა დებორა ბერგამინმა აღნიშნა მისი უწმინდესობის მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნისთვის და ხაზი გაუსვა პატრიარქის მოწოდებებს მშვიდობისა და ერთიანობისკენ. მისივე განცხადებით, აუცილებელია დღეს არსებული პოლარიზაციის შემცირება და მშვიდობისა და ერთიანობისთვის ხელშეწყობა, რასაც ემსახურებოდა კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებებიც.
მიტროპოლიტმა ანდრიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყანა და ხალხი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის ცდილობს საზოგადოების გაერთიანებას და ახლაც ყველა მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეთა მიერ გამოითქვა იმედი, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროკავშირს, რაც სასიკეთო იქნება ყველა მხარისთვის.
22.05.2024
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23