სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ეკურთხა


ამა წლის 18 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) აკურთხა ვაზიანში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აგებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.
 
საზეიმო წირვას მრევლთან და სამხედროებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო.
 
მსახურების დასრულების შემდეგ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს“ მიერ გადაცემული 200-მდე ზეთისხილის ხე.

მსგავსი განცხადებები: