- 2023/10/22
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში რიგით 68-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ნათლული კიდევ 843 ბავშვი გახდა.
საქართველოს ეკლესიის მეთაურის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობები, სიგელები და ჯვრები გადაეცათ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საპატრიარქო ტაძარში 19:00-ზე მიბრძანდა.
საქართველოს ეკლესიის მეთაურთან ერთად, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ბოლნისის მთავარეპისკოპოსი ეფრემი და წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი იმყოფებოდნენ.
კათოლიკოს-პატრიარქმა ნათლულები და მათი ოჯახები დალოცა:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ღმერთმა დალოცოს დღეს მონათლულნი, ღმერთმა დალოცოს მათი მშობლები და ოჯახის წევრები.
წყალობა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.“
საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"
22.10.2023
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23