2023 წლის 18 ოქტომბერს, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ღამისთევით აღსრულებულ მსახურებაზე, დეკანოზის ხარისხი მიანიჭა მღვდლებს: იაკობ აბულაძეს, ბასილ ფოსურსა და იოანე ბონდარენკოს; გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა დეკანოზი ლუკა კარელიძე, ხოლო ოქროს ჯვრით - მღვდელი რომანოზ გიგილაშვილი.
აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ!




























