წოვა-თუშეთის თემის საინიციატივო ჯგუფის და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით ფესტივალი - 'ტბათანა 2023' გაიმართა


ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური ადგილობრივებთან ერთად დაესწრნენ.

ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით.

ღონისძიების პარალელურად გაიმართა ტრადიციული თუშური ლუდის და ღვინის დაგემოვნება და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

წყარო: ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია

მსგავსი განცხადებები: