თურქეთში, მამაწმინდის ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდა


ა.წ. 26 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით, სოფ. ბორჩხაში, რომელიც მდებარეობს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მამაწმინდის ტაძარში აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

ღვთისმსახურება აღასრულეს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურებმა.

ტაძარი, სავარაუდოდ, XVI საუკუნეში აიგო და მოიხატა. თურქეთის მთავრობის ხელშეწყობით იგეგმება ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა.

მსგავსი განცხადებები: