გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სოფელ კოშკაში ტაძრის განახლების წესი აღასრულა


ამა წლის 11 აგვისტოს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ახლად აღდგენილი ტაძრის განახლების წესი აღასრულა.
 
ტაძრის აღდგენაში მონაწილეობა მიიღეს გელა ზოზიაშვილმა, იოსებ შევარდენიძემ და იაგო გუგუტიშვილმა.
 
ტაძრის კურთხევას ადგილობრივ მრევლთან ერთად ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი და გიორგი სოსიაშვილი.
 
ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი გიორგი კარელიძე.

მსგავსი განცხადებები: