2024 წლის 27 იანვარს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის წმინდა მღვდელმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ზაბულონი (ხუბუკელაშვილი) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი დავითი (შეწირული) აღყვანილია იღუმენის ხარისხში;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის ქართველ წმინდა მეფეთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ფილიმონი (დარჩია) აღყვანილია იღუმენის ხარისხში;
სოფელ სუფსის ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ ლომაძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით.
აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.























