- 2023/09/07
2023 წლის პირველ სექტემბერს ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ გაიხსნა. გახსნის ცერემონია ნიქოზის საკათედრო ტაძრის ეზოში შედგა.
მოწვეულ სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა. საეპისკოპოსო რეზიდენციაში ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინა სხვადასხვა საშემსრულებლო ანსამბლნა.
ღონისძიების ფარგლებში, „ნიქოზი 2008“ - ამ სახელწოდების დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. მასში ასახულია ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ცხოვრება, ფილმის ავტორია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია.
ასევე წარმოდგენილი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა. რეზიდენციის საგამოფენო დარბაზში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეჟისორის, მხატვრისა და სცენარისტის, დავით სიხარულიძის ნახატები ეხილათ.
გახსნის ღონისძიებას ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) , შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ფესტივალის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.
წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 23 ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთის, პორტუგალიის, იაპონიის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის 100 რეჟისორის 125 ფილმი.
ფესტივალი დღეს, 7 სექტემბერს დასრულდა.
მსგავსი განცხადებები:
- 2023/01/16
- 2023/01/17
- 2023/05/14
- 2023/06/26
- 2023/10/09
- 2023/10/12
- 2023/10/19
- 2023/12/13
- 2024/01/15
- 2024/01/18
- 2024/01/19
- 2024/01/23
- 2024/01/24
- 2024/05/07
- 2024/05/07
- 2024/05/09
- 2024/05/15
- 2024/05/16
- 2024/05/28
- 2024/07/28
- 2024/08/28
- 2024/09/03
- 2024/12/02