2023 წლის 11 ივნისს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის წმინდა გიორგის სახელობის XIX საუკუნის ახლადაღდგენილი ტაძრის ენკენია (განახლება) აღასრულა.
ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი გიორგი დანგაძე.
ვულოცავთ ქუთაის-გაენათის ეპარქიას ტაძრის აღდგენასა და განახლებას.





























