სადღესასწაულო მსახურებები ალავერდის ეპარქიაში


წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლის აღსანიშნავად, 26 სექტემბერს სადღესასწაულო წირვა ალავერდის ტაძარში დაიწყება 10 საათზე.
 
დღესასწაულის ტრაპეზის შემდეგ, სასტუმრო "მოსმიერის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება რეჟისორ თამარ მახარაძის ფილმის ჩვენება, რომელიც წმინდა მოწამე ქეთევანს ეძღვნება.
 
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების ლიტურგია ალავერდში დაიწყება 9 საათზე.
 
28 სექტემბერს, ღირსი მამა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს, წირვა დაიწყება 9 საათზე.

მსგავსი განცხადებები: