მღვდლად ხელდასხმა ბოლნისის ეპარქიაში


დღეს, 2024 წლის 28 აგვისტოს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონს, იოსებ თოთლაძეს.
 
მღვდელი იოსები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
 
აქსიოს! ვულოცავთ მამა იოსებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: