ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღინიშნა


2024 წლის 7-11 ივნისს ბრიუსელსა და ანტვერპენში საზეიმოდ აღინიშნა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსებიდან 10 წლის იუბილე.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ეპარქიას სტუმრობდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ალავერდის მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ბოლნისის მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი) და სხვა სასულიერო და საერო პირები.

იუბილეს ფარგლებში საქართველოსა და მოწვეულ ბენელუქსის მართლმადიდებელ მღვდელმთავართა და მღვდელმსახურთა მიერ ერთობლივი საზეიმო მსახურებები აღესრულა.

ჩატარდა ეპარქიის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია და ქართული ხალხური მუსიკის კონცერტი.

მსგავსი განცხადებები: