2024 წლის 21 იანვარს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა ეგუდიელმა (ტაბატაძე) სტეფანწმინდის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წევრი, ბერ-დიაკონი სტეფანე (დურგლიშვილი), ხოლო დიაკვნად - გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტრის წევრი, ბერი ესაია (ჯალაღონია).
მღვდელ-მონაზონი სტეფანე აჩხოტის მონასტერში იმსახურებს, ხოლო ბერ-დიაკონი ესაია - გერგეტის მონასტერში.
აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ!























