ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის ბერდიაკონი დიდ სქემაში აღკვეცა


2024 წლის 2 იანვარს, ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის ელიას მთის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრე და პავლეს სახელობის მამათა მონასტერში, დიდ სქემაში აღკვეცა ბერდიაკონი გრიგოლი (ხოსიტაშვილი).

დიდსქემოსანი ბერდიაკონი გრიგოლი ამავე მონასტერში იმსახურებს.

ვულოცავთ მამა გრიგოლს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: