ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა


2024 წლის 20 ივნისს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:

არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი მიქაელ კირვალიძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი თადეოზ სარალიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.

აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: