- 2022/12/22
2022 წლის 13 დეკემბერს, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღევლინა.
წირვა აღასრულა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), თანამსახურებდნენ: ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი) და სხვა სასულიერო პირები.
აღსანიშნავია, რომ ტაძრის საძირკველი 2010 წელს აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. ღვთის შეწევნით, მომავალი წლისთვის დაგეგმილია კანკელის დადგმა და ტრაპეზის კურთხევა.
მსგავსი განცხადებები:
- 2023/01/16
- 2023/01/17
- 2023/05/14
- 2023/06/26
- 2023/10/09
- 2023/10/12
- 2023/10/19
- 2023/12/13
- 2024/01/15
- 2024/01/18
- 2024/01/19
- 2024/01/23
- 2024/01/24
- 2024/05/07
- 2024/05/07
- 2024/05/09
- 2024/05/15
- 2024/05/16
- 2024/05/28
- 2024/07/28
- 2024/08/28
- 2024/09/03