17 მაისს რუსთავში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება


17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი. შემდეგ დაიწყება მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.

ამასთან დაკავშირებით, ქალაქ რუსთავშიც, 9:00 საათზე გაიმართება ლოცვითი მსვლელობა გმირთა მემორიალიდან (ცურტაველის სახელობის მოედანი) იუსტიციის სახლამდე, საიდანაც მონაწილეები ავტობუსებით შეუერთდებიან თბილისში, ქაშუეთთან დაგეგმილ მთავარ ღონისძიებას.

მსგავსი განცხადებები: