ბერად აღკვეცა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში


2024 წლის 2 იანვარს, სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის (ტაბატაძე) ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმა იოანემ (ფერაძე) თრუსოს ხეობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცა მორჩილი გურამ გუნთაძე, რომელსაც სახელად დავითი უწოდა.

ბერი დავითი იმსახურებს თრუსოს ხეობის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერში.

ვულოცავთ მამა დავითს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ!

მსგავსი განცხადებები: