მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას ახალი ტაძარი შეემატა


დღეს, 2023 წლის 23 ნოემბერს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხა.

თანამსახურებდნენ მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) და ბოლნისის მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე).

ვულოცავთ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას ახალი ტაძრის შემატებას!

ფოტო: Marneuli TV

მსგავსი განცხადებები: