დღეს, 2024 წლის 7 მაისს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) ვანის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში არსებულ ყოველთა ქართველთა წმინდანთა სახელობის ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:
დეკანოზი სვიმეონ ხეცურიანი - გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
მღვდელი მაქსიმე გურიელიძე - დეკანოზის ხარისხით;
მღვდელი პავლე გოგსაძე - დეკანოზის ხარისხით;
მღვდელი ესაია ბუბუტეიშვილი - დეკანოზის ხარისხით.
აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.























