მღვდლად ხელდასხმა სურამისა და ხაშურის ეპარქიის ქვიშხეთის მამათა მონასტერში (02.07.2023)


2023 წლის 2 ივლისს, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის მამათა მონასტერში მღვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის წევრს, სქემბერდიაკონ აბელს (ბოგვერაძე).

სქემმღვდელმონაზონი აბელი ამავე მონასტერში იმსახურებს.

აქსიოს! ვულოცავთ მამა აბელს, ღმერთმა ღირსეულად ამსახუროს ღვთის სადიდებლად და ერის საკეთილდღეოდ!

მსგავსი განცხადებები: