ტრაპეზის განახლება მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში


2023 წლის 27 ივლისს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის ტრაპეზის განახლება და საზეიმო წირვა აღასრულა.

ვულოცავთ მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ტრაპეზის განახლებასა და კურთხევას.

მსგავსი განცხადებები: